19 ნოე 2026
იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი, აკადემიის ეპოქის ნაგებობების ვრცელი სისტემა აღმოაჩინეს. გათხრების შედეგად აღმოჩენილია მონასტრის დამხმარე ინფრასტრუქტურა, მრავალფეროვანი კერამიკა და 1280 წელს მოჭრილი დემეტრე მეორის სპილენძის მონეტა, რომელიც მეცნიერებს XIII საუკუნის მიწურულის ეკონომიკური აქტივობის შესწავლაში დაეხმარება.
სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, გამოვლენილი ნაგებობები იყალთოს აკადემიის ეპოქის დამხმარე ინფრასტრუქტურას წარმოადგენდა და საკმაოდ დიდ ფართობს მოიცავდა.
გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძეგლის პერიოდიზაციისა და მეცამეტე საუკუნის მიწურულს კომპლექსის საზოგადოებრივი თუ ეკონომიკური ცხოვრების დასადგენად.
სააგენტოს ინფორმაციით, იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე კვლევითი სამუშაოები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. არქეოლოგიური კვლევები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს.