19 ნოე 2026
ჩიკაგოში გამართულ კერძო სავაჭრო ნიშნების გამოფენაზე საქართველოს პავილიონი მოეწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო ხილის წვენები და სუნელ-სანელებლები.
უწყების ინფორმაციით, გამოფენა მონაწილე კომპანიებს სთავაზობს შესაძლებლობას საქმიანი კავშირები დაამყარონ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის წამყვანი საცალო ქსელების წარმომადგენლებთან, საბითუმო მოვაჭრეებთან და იმპორტიორებთან, წარუდგინონ საკუთარი პროდუქცია და განიხილონ კერძო სავაჭრო ნიშნით პროდუქციის წარმოების პერსპექტივები.