ირინე წაქაძე ფილიპინებში, ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე გლობალურ მინისტერიალში მონაწილეობდა

19 ნოე 2026, 12:54

0
გაზიარება:

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ფილიპინებში, ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე გლობალურ მინისტერიალში მონაწილეობდა.

ღონისძიებაზე ირინე წაქაძემ საქართველოში ინკლუზიური, ბავშვზე ორიენტირებული განათლებისა და მხარდაჭერის სისტემასა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს გეგმებზე ისაუბრა. 

ორდღიანი მინისტერიალი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მიმდინარეობს, სადაც  პანელური დისკუსიები და სიტყვით გამოსვლები იმართება.