19 ნოე 2026
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, თამაზ ბორაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას.