19 ნოე 2026, 12:44
1რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დღეს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს შეხვდება. ეს მათი პირველი შეხვედრაა, რომელიც მინსკში გაიმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი ზურაბაშვილი სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში 21 ოქტომბერს დანიშნა.