სი ძინპინმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნების ლიდერებს ერთიანობისკენ მოუწოდა – "ქარებსა და ტალღებს რომ გავუძლოთ, ძალები უნდა გავაერთიანოთ"

19 ნოე 2026

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე წევრი ქვეყნების ლიდერებს ერთიანობისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

მისი განცხადებით, რეგიონის ქვეყნებმა საერთო ინტერესების დასაცავად ძალისხმევა უნდა გააერთიანონ და თავისუფალი ვაჭრობისა და ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობაზე იზრუნონ.

„აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრები ერთ გემში მცურავ მგზავრებს ჰგვანან. წყნარი ოკეანის ქარებსა და ტალღებს რომ გავუძლოთ, ძალები უნდა გავაერთიანოთ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და საერთო ინტერესისთვის კავშირები გავაძლიეროთ“, – განაცხადა სი ძინპინმა.

შენჭენში გამართულ სამიტზე ჩინეთის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა ღია ვაჭრობისა და ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელობაზე. მან აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 21 წევრი ეკონომიკის წარმომადგენლებს საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა.