თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

19 ნოე 2026

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.

როგორც  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათივე ცნობით, სამივე მათგანი კონტაქტური იყო.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია.