იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა

19 ნოე 2026

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა. მოლაპარაკებები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიის მთავრობის მდივანმა, მინორუ კიჰარა ავრცელებს.

მისი თქმით, ტაკაიჩი და პუტინი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ესაუბრნენ ერთმანეთს.

კიჰარას განმარტებით, შეხვედრა ორივე მხარის შეთანხმებით შედგა.

„პრემიერ-მინისტრმა ტაკაიჩიმ პრეზიდენტ პუტინთან იაპონია-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა. ამ დროს მან პრეზიდენტ პუტინს სხვადასხვა საკითხზე გააცნო იაპონიის პოზიცია, მათ შორის, მიმდინარე წლის ოქტომბერში იაპონიის მოქალაქის დაკავებასა და იაპონური კომპანიების დაცვაზე“,- აღნიშნა მინორუ კიჰარამ.