19 ნოე 2026, 08:43
3სააკაშვილი, თუ არ ვცდები 2007 წელს ლაპარაკობდა დრონებზე ,- ამის შესახებ პუბლიცისტმა, მაია ორჯონიკიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის თავდასხმას აზრი არ ექნებოდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინასთან ომში ჩაბმული რუსეთის ფონზე, საქართველოს იმ ტემპით რომ გაეგრძელებინა საკუთარი შეიარაღების წარმოება, რა ტემპითაც დაიწყო, როდესაც „დელტა“ შეიქმნა... დრონებზე ჯერ კიდევ სად იყო ლაპარაკი? სააკაშვილი, თუ არ ვცდები, 2007 წელს უკვე ლაპარაკობდა დრონებზე.
ანუ, ჩვენ ისე ვიქნებოდით შეიარაღებული, რომ უბრალოდ თავდასხმას აზრი არ ექნებოდა. და ახლა, ახლაც არ აქვს თავდასხმას აზრი.
უკრაინას აუცილებლად დაუდგებოდა გვერდში, რასაკვირველია, მაგრამ რა ფორმით დაუდგებოდა, არ ვიცი. და უნდა დადგომოდა, მაგრამ რა ფორმით, არ ვიცი“, - განაცხადა ორჯონიკიძემ