18 ნოე 2026
ბათუმში გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი "ქართველები და ზღვა" დასრულდა. ფესტივალს ზღვისპირა ქალაქი მესამედ მასპინძლობდა.
სამდღიანი პროგრამა ლიტერატურულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს აერთიანებდა. მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება. წლევანდელ ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართულ ემიგრაციასა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ხელოვანებს. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო გამოფენებიც.
ფესტივალის ოფიციალური გახსნა აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა. პროექტი ბათუმის მერიისა და აჭარის მწერალთა სახლის მხარდაჭერით განხორციელდა.