სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 34-ე კონსოლიდირებული ანგარიში "კონფლიქტი საქართველოში" განიხილეს

18 ნოე 2026

სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1575-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 34-ე კონსოლიდირებული ანგარიში "კონფლიქტი საქართველოში" განიხილეს.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს წარდგენილი ანგარიში ასახავს 2026 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს.

სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების ევროპის საბჭოს დღის წესრიგში აქტიურად შენარჩუნების აუცილებლობას.

მინისტრის მოადგილემ სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმების უკანონო ქმედებების შესახებ.