18 ნოე 2026
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, წმინდა თევდორე აჭარელის სახელობის ტაძარში, ყოველ კვირას, 09:30 საათზე, ყრუ-მუნჯთათვის საღვთო ლიტურგია ჟესტურ ენაზე აღესრულება. წირვას ამავე ეპარქიის მღვდელმსახური, მღვდელი კირილე ზაქარეიშვილი ჩაატარებს.
ინიციატივის მიზანია, სმენადაქვეითებულ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მათთვის გასაგებ ენაზე მიიღონ მონაწილეობა ეკლესიურ ცხოვრებაში და ღვთისმსახურებაში.
ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.