18 ნოე 2026
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა. მას აზერბაიჯანელმა კოლეგამ, გენერალ-პოლკოვნიკმა უმასპინძლა.
კოლეგასთან შეხვედრამდე, გიორგი მათიაშვილი, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმაც მიიღო. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს მყარი კავშირების ჩამოყალიბებასა და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას.
საუბარი შეეხო ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს. გენერლებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე იმსჯელეს.