18 ნოე 2026
საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა საზეიმო მიღება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა, ცნობილმა სპორტსმენებმა, პირველკურსელებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გაიმართა ინტერაქტიური სესია - „სპორტ უნი ვოის“, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ციფრული პლატფორმის საშუალებით გამოკითხვებში ჩაერთნენ.
ღონისძიების მიზანი პირველკურსელთა საუნივერსიტეტო საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი მოტივაციის ამაღლება და სპორტისა და განათლების მნიშვნელობის წარმოჩენა იყო.