18 ნოე 2026
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ხელოვნების, მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეთა სახელობის სტიპენდიატების დაჯილდოება გაიმართა.
მიმდინარე წელს სახელოვნებო მიმართულების სტიპენდია განსაკუთრებული ნიჭისა და მიღწევების მქონე 9 სტუდენტს დაენიშნა, 3 სტუდენტი დიმიტრი ემუხვარისა და ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიატი გახდა, ხოლო აფხაზეთიდან დევნილი 3 პირველკურსელი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეული საუკეთესო შედეგებისთვის დაჯილდოვდა.