ბათუმში დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის დანერგვის პროექტის შედეგები შეაჯამეს

18 ნოე 2026

პროექტის „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში უწყვეტი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის წიგნის დანერგვის გზით“ ფარგლებში ბათუმში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე იაპონელმა ექსპერტებმა მონაწილეებს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის დანერგვისა და მისი ინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო საპილოტე კვლევის შედეგები და აჭარის სამედიცინო დაწესებულებებში დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის გამოყენების პრაქტიკა.