ხელვაჩაურის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 77 მილიონ 853 ათასი ლარით განისაზღვრა

18 ნოე 2026

ხელვაჩაურის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 77 მილიონ 853 ათასი ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ მოქალაქეებს დღეს მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვაზე აცნობეს.

ხელვაჩაურის მერის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტი 2026 წლის საწყის მაჩვენებელს 5 მილიონ 261 ათასი ლარით, ანუ 7.2%-ით აღემატება, მიმდინარე წლის დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით კი 3.6%-ით მეტია.

გაზრდილი ფინანსური რესურსით მუნიციპალიტეტი სოციალური სახლების პროექტის განხორციელებას, წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას გეგმავს.