საქართველო დიდ ბრიტანეთში ტურისტულ კამპანიას აგრძელებს

18 ნოე 2026, 15:31

2
გაზიარება:

საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებს აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის 50-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს საიმიჯო ბანერები განთავსდა. კამპანია წლის ბოლომდე გაგრძელდება.

საერთაშორისო ბაზრებზე განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების მიზანი უცხოელი მოგზაურების დაინტერესება და საქართველოს, როგორც მიმზიდველი ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულების, ცნობადობის ამაღლებაა.