საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამანევრო თბომავალი პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძინა

18 ნოე 2026, 15:26

2
გაზიარება:

საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამანევრო თბომავალი უშუალოდ მწარმოებლისგან შეიძინა. მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

ახალი თბომავლები თანამედროვე ციფრული სისტემებით იქნება აღჭურვილი. ისინი ენერგოეფექტურია და გარემოსდაცვით სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

აღნიშნული შესყიდვის შედეგად საქართველოს რკინიგზა სამანევრო თბომავლების პარკს განაახლებს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს რკინიგზა მოძრავ შემადგენლობას შუამავალი კომპანიების გარეშე, უშუალოდ მწარმოებელი ქარხნისგან ყიდულობს.