18 ნოე 2026
ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის 2026 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეა წარდგენილი. საქართველოს ნაკრების კაპიტანი და პარი სენ-ჟერმენის ქართველი ვარსკვლავი Globe Soccer Awards-ის ორი ნომინაციის კანდიდატთა შორის მოხვდა.
ქართველი ფეხბურთელი წლის საუკეთესო ფორვარდისა და საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოებისთვის იბრძოლებს. საუკეთესო ფორვარდის ტიტულისთვის ბრძოლაში მისი კონკურენტები ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ვინისიუს ჟუნიორი, ლამინ იამალი და სხვა ვარსკვლავები არიან.
საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში კი ამ სიას ჯუდ ბელინგემი, დეკლან რაისი და როდრიც ემატებიან. ცნობისთვის Globe Soccer Awards-ის მე 17 ცერემონია 28 დეკემბერს გაიმართება.
ხმის მიცემა ონლაინ, Globe Soccer Awards-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი. https://vote.globesoccer.com/vote/best-men-player-2026