18 ნოე 2026
IPU-ს რიგით 47-ე გენერალურ ასამბლეას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ესწრება. ნიკოლოზ სამხარაძე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აიპუ-ს შორის თანამშრომლობაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველო უკვე ოთხი წელია, რაც ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრია და აქტიურად მონაწილეობს ასამბლეის საქმიანობაში.
სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე.
ასევე ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციაზე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების უკანონო დაკავებასა და გატაცებებზე, ეთნიკურად ქართველი ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვალის წაშლის მცდელობებზე.