18 ნოე 2026
მონტენეგროს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების კეთილსინდისიერების შემოწმების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე ეტაპი დაასრულა. დეპუტატებმა კონსტიტუციის 23-ე და 24-ე შესწორებების პროექტები 54 ხმით, წინააღმდეგის გარეშე, დაამტკიცეს.
დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებში შემოწმების მექანიზმი დაზუსტდა, რაც მანამდე ქვეყანაში მწვავე დისკუსიისა და კრიტიკის საგანი იყო.
კერძოდ, ახალი ფორმულირების თანახმად, ვეტინგის მთავარი მიზანი კანდიდატებში ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის წინასწარი გამოვლენა და მისი პრევენციაა. ეს ნიშნავს, რომ პოტენციური რისკის აღმოჩენის შემთხვევაში კანდიდატს თანამდებობის დაკავება ავტომატურად აღარ აეკრძალება. ამის ნაცვლად, მას მიეცემა შესაძლებლობა, შესაბამისი ზომები მიიღოს და ინტერესთა კონფლიქტი თანამდებობაზე დანიშვნამდე აღმოფხვრას.
ამ სფეროს მარეგულირებელი ყველა კანონის მისაღებად პარლამენტში კვლავ მაღალი კვორუმი იქნება საჭირო - დეპუტატთა სულ მცირე ორი მესამედის მხარდაჭერა.
17 ნოემბერს დაიწყო 30-დღიანი საჯარო განხილვის პროცესი, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ მხარეებს ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენა შეუძლიათ.