ცოტნე ანანიძე: „ოპოზიციამ 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოლეგას ნაგვის ურნა თავზე დააყარეს, რამდენიმე თვეში კი თავად შევიდნენ პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში“

18 ნოე 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ოპოზიციას 2020 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებსა და პოლიტიკურ ბოიკოტს ახსენებს.

მისი განცხადებით, ოპოზიციამ 2020 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში საქმიანობის დაწყების გამო კოლეგა გააკრიტიკა, თუმცა თავად რამდენიმე თვეში ბოიკოტი შეწყვიტეს და საკანონმდებლო ორგანოებში შევიდნენ.

"საკონსტიტუციო განხილვების პარალელურად, ერთ ფაქტს გაგახსენებთ. 2020 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ შედეგები არ აღიარა, არც პარლამენტში შევიდა და არც უმაღლეს საბჭოში. სწორედ ამ ფონზე, ერთ-ერთი ოპოზიციონერი კოლეგა საქმიანობას შეუდგა, მას აქტივისტები დახვდნენ, მათგან ერთ-ერთი მიეპარა და ნაგვით სავსე ურნა თავზე დააყარა. ეს ამაზრზენი ვიდეო სააკაშვილმა მოიწონა და გააზიარა. იგივე რეაქცია ჰქონდა მელიას. რამდენიმე თვეში კი, 2021 წელს, ყველა შევიდა პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში, ანუ თავად გააკეთეს ზუსტად ის, რის გამოც კოლეგას, ორკესტრირებული სიბინძურით გაუსწორდნენ. აი, ასეთ ძალასთან გვაქვს საქმე", - წერს ცოტნე ანანიძე.