18 ნოე 2026
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქართველ მოჭადრაკეებს – ლილე სვანაძეს, თეა რუსიტაშვილსა და ერეკლე ტაბატაძეს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა.
საბერძნეთში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
10 წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული ლილე სვანაძემ მოიპოვა. მან ცხრა ტურის განმავლობაში შვიდი პარტია მოიგო, ორი კი ყაიმით დაასრულა.
14 წლამდე გოგონათა შორის ბრინჯაოს მედალს თეა რუსიტაშვილი დაეუფლა. მან ცხრა ტურში შვიდი ქულა დააგროვა.
16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ბრინჯაოს მედალი ერეკლე ტაბატაძემ მოიპოვა, რომელმაც ცხრა ტურში ასევე შვიდი ქულა დააგროვა.