18 ნოე 2026
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებისთვის მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყო. ჩვენი ნაკრები 26 ნოემბერს სტუმრად საბერძნეთთან ითამაშებს, სამი დღის შემდეგ, 29 ნოემბერს კი თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს.
ნაკრებში გამოძახებული 19 კალათბურთელიდან პირველ საწვრთნელ ვარჯიშზე ალექსანდრ ჯიკიჩის განკარგულებაში 10 კალათბურთელი იყო. ლეგიონერები გუნდს საბერძნეთში შეუერთდებიან.
გიორგი ოჩხიკიძე და გიორგი ტურძილაძე კი ნაკრებს საკლუბო ევროტურნირების თამაშების შემდეგ, 18 ნოემბერს, საბერძნეთში გამგზავრებამდე 2 დღით ადრე დაემატებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ექვსგუნდიან ჯგუფში 13 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება.