საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

18 ნოე 2026, 13:08

1
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში უკრაინას დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი დანილო სიკანმა 53-ე წამზე გაიტანა.

ამრიგად, B2 ჯგუფში ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა გათამაშება ორი ქულით, გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა და ანტირეკორდი დაამყარა – არსებობის ისტორიაში პირველად, ჩვენმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ციკლი ისე ჩაატარა, რომ ერთი გოლიც ვერ გაიტანა. 

რამაზ სვანაძის გუნდს ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად C ლიგის ერთ-ერთი ჯგუფის მეორეადგილოსანთან პლეი-ოფში თამაში მოუწევს.