„როსტომ აბაშიძე - ბეჭდაუდებელი ფალავანი“ დოკუმენტური ფილმის პრემიერა

18 ნოე 2026, 13:03

1
გაზიარება:

ბათუმში დოკუმენტური ფილმის – „როსტომ აბაშიძე – ბეჭდაუდებელი ფალავანი“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ავტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის რეჟისორი ნანა ახვლედიანია.

დოკუმენტური ფილმი აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში შეიქმნა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ქართველი ფალავნის, როსტომ აბაშიძის ცხოვრებასა და სპორტულ კარიერას ასახავს.

ბათუმში დაბადებულმა როსტომ აბაშიძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 1958, 1962 და 1963 წლებში მოიპოვა. ის საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონიც გახდა, 1964 წელს კი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა.

ფილმის პრემიერას თავად როსტომ აბაშიძე, მისი კოლეგები, ახლობლები და რეჟისორ ნანა ახვლედიანის გულშემატკივრები ესწრებოდნენ.