თეა ახვლედიანმა გორში "სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის" მორიგი ტრენინგ-სემინარი გახსნა

18 ნოე 2026

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ქალაქ გორში „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის“ მორიგი კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარი გახსნა, რომელიც ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. 

სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგ-სემინარში ამჯერად მონაწილეობენ ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები, მათ შორის მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოების წევრები და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები. 

სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეებს გააცნო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები, სამომავლო პრიორიტეტები და გეგმები.