18 ნოე 2026, 12:52
0იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის უმაღლესი განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრმა და თსუ-ის რექტორმა მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ორი ახალი სასწავლო პროგრამის დანერგვას: „მიწის სამართალი“ და „რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამართლებრივი მექანიზმები“.
პროგრამების ფარგლებში სტუდენტები იმუშავებენ როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან, ისე იუსტიციის სამინისტროს მენტორებთან.
ასევე, მოეწყობა ერთობლივი სამუშაო სემინარები, კონფერენციები, ტრენინგები და დისკუსიები აქტუალურ იურიდიულ საკითხებზე.