შალვა პაპუაშვილი: პირდაპირი პასუხი გვჭირდება, გმობს თუ არაევროკავშირის ელჩი 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, ვიდრე ამ სიტყვებს არ იტყვის, ის არის ამ შტურმის მხარდამჭერი და მონაწილეთა დამცველი

18 ნოე 2026

რაც იყო ამოღებული 2024 წლის დეკემბერში, ეს ყველაფერი აღრიცხულია, ამოღებულია და თავადაც კარგად იციან, ამ მოვლენებიდან უკვე ორი წელი გავიდა და თუ რაიმე ჰქონდათ გასაპროტესტებელი, შეეძლოთ, გაეპროტესტებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აქაც რეალობის შეცვლის მცდელობაა.

„საკანონმდებლო ორგანოს ნახევარი მილიონი ლარის ზარალი მიადგა იმის გამო, რომ მის გადაწვას ცდილობდნენ. რამდენიმე სამუშაო ოთახი მთლიანად დაიწვა და რომ არა პარლამენტის აპარატის თანამშრომლების და აქ მყოფი მენძრეების სწრაფი მოქმედება, პარლამენტი, როგორც 90-იან წლებში გადაწვეს, ასე იქნებოდა გადამწვარი. ეს იყო, რასაც ისინი აპირებდნენ, რომ აქ 90-იანი წლები დაებრუნებინათ. თვალები ყველას და მეხსიერება ყველას გვაქვს. წარსულის შეცვლას რაც არ უნდა შეეცადონ, ისინი არიან მოძალადე პოლიტიკური ჯგუფები, რომელთათვის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა პოლიტიკის წარმოების საშუალებაა. ფაქტი ჯიუტებია – ყველას გვახსოვს ამოღებული მოლოტოვის კოქტეილები, მოლოტოვის კოქტეილის დასამზადებელი მასალები. ელენე ხოშტარიას განცხადებებიც გვახსოვს – „დიახაც, ჩვენ ვყიდულობთ პიროტექნიკას და ვესვრით პოლიციელებსო“. ამაზე მეტი რაღა უნდა თქვა , იდავონ ერთმანეთში. არ გეგონოთ, რომ ამას ტყუილად აკეთებენ. „იმედს“ და „პოსტვის“ სანქციები ამიტომ დაუწესეს და ცდილობენ, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება გარედან შეზღუდონ და მედიები დახურონ, რადგან როგორც კი, ისინი ხელში ჩაიგდებენ საინფორმაციო ველს და მით უმეტეს, თუ ხელში ჩაიგდებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, ისინი როგორც ორუელის „1984-შია“, ისე შეცვლიან რეალობას და ისე წარმოაჩენენ რაღაცას, როგორც არმომხდარს და პირიქით, რაც არ მოხდა, იმაზე ისე იტყვიან, რომ მოხდა, როგორც დაგიბარებიათ. ევროკავშირის ელჩი გამოვა და იტყვის, რომ დიახ, ასე იყოო. ამას არ აკეთებს, ევროკავშირის ელჩი, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის შტურმს არ გმობს? – ამით მისივე დაფინანსებულ „საერთაშორისო გამჭვირვალეობას“ ლეგიტიმაციას აძლევს, რომ ღობის საქმეზე ისაუბროს და არა, პრეზიდენტის სასახლის შტურმის საქმეზე. საერთო ჯამში, ეს არის საინფორმაციო საინფორმაციო თავდასხმა, რომელიც სწორედ გარედან არის ორკესტრირებული, მხარდაჭერილი და წარქეზებული.

მთავარი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება ბევრი და დაუჯერებელი ტყუილი ილაპარაკონ, რომ შემდეგ ადამიანები დააჯერონ. სანამ ევროკავშირის ელჩი საკუთარი სიტყვებით არ დაგმობს 4 ოქტომბრის პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას, მისთვის ამის შეხსენებას არ მოვეშვები, რადგან , თავისი არდაგმობით ხვალინდელ ძალადობას ახალისებს. ყოველ შემდეგ ძალადობაში მისი პირადი პასუხისმგებლობაა. მისთვის წერილობითაც მიმიმართავს, რომ ძალადობა დაეგმო, მაგრამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, ევროკავშირის ელჩს არც ერთი ძალადობა არ დაუგმია. თითქოს საბავშვო ბაღი ვიყოთ, გადმოგვიგდებს, რომ ევროკავშირი გმობს ძალადობას, ზოგადად. სად გმობს, ანტარქტიდაში თუ ავსტრალიაში? – პირდაპირი პასუხი გვჭირდება, გმობს თუ არა 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს? – მანამდე, სანამ ამ სიტყვებს არ იტყვის, ის არის ამ შტურმის მხარდამჭერი და ამ შტურმში მონაწილეთა დამცველი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.