18 ნოე 2026
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის პარალელურად, ბრიფინგი გამართეს პარტია დროას და კოალიცია ცვლილებებისთვის წევრებმა. მათ პროკურატურა ყალბი მტკიცებულებების გავრცელებაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ სხვადასხვა უწყება მათ წინააღმდეგ შეთანხმებულად მუშაობს.
ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყება ფაქტებით საუბრობს, პირველმა კანონმდებელმა ოპოზიციონერებს ელენე ხოშტარიას წარსულში გაკეთებული განცხადებებიც შეახსენა.
გაგახსენებთ პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისის ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იყო “მოლოტოვის კოქტეილის“ დამზადებისთვის საჭირო ბენზინით სავსე ბიდონები.