ტაი ჩუნიუნგი: ჩინეთ-საქართველოს ტრადიციული მეგობრობა აკავშირებთ, ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოსთან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე

18 ნოე 2026

ჩინეთ-საქართველოს ტრადიციული მეგობრობა აკავშირებთ, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთნდობა მუდმივად ღრმავდება, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის საელჩოს დროებით საქმეთა რწმუნებულმა, ტაი ჩუნიუნგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოსთან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე.

„ჩინეთ-საქართველოს ტრადიციული მეგობრობა აკავშირებთ, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთნდობა მუდმივად ღრმავდება, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა კი ნაყოფიერ შედეგებს იძლევა. ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოსთან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე, რათა გააძლიეროს გამოცდილების გაზიარება მმართველობის სფეროში, მოიძიოს თითოეული ქვეყნის ეროვნულ თავისებურებებზე მორგებული მოდერნიზაციის გზები და მეტი სარგებელი მოუტანოს ორივე სახელმწიფოსა და მათ ხალხებს“, – განაცხადა ტაი ჩუნიუნგმა.