17 ნოე 2026, 23:00
0ქალაქ ბათუმის მე-4 საჯარო სკოლას დაარსებიდან 90 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე, ცოტნე ანანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძესთან, ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად დაესწრო.
"სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საიუბილეო თარიღი მივულოცე და აღვნიშნე, რომ ჩვენთვის მთავარია სკოლა ადამიანებით და ადამიანები სკოლით. არ შეიძლება ამაზე ძვირფასი აწმყოში რამე შევქმნათ მომავლისთვის. ქედს ვიხრი მეოთხე სკოლის პედკოლექტივის წინაშე, თქვენ არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ მოსწავლეებისთვის მეორე მშობლები ბრძანდებით, როცა მშობლებს სკოლაში მიჰყავთ ბავშვები და სრულყოფილი პიროვნებები გაჰყავთ სკოლიდან სწავლის დასრულების შემდეგ.
საიუბილეო ღონისძიებას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის, განათლების სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საიუბილეო თარიღსა და ახალ სასწავლო წელს 1 100 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა.
საგანმანათლებლო დაწესებულების რეაბილიტაცია და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა საქართველოს მთავრობისა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა,"- წერს ცოტნე ანანიძე.