აბას არაღჩი: ისრაელის მხარდამჭერმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ირანი ვაშინგტონში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავს, ეს სისულელეა, ნუ გვთავაზობთ ერაყის ომის სტილის პროპაგანდას, ამას არავინ დაიჯერებს

17 ნოე 2026

ბოლო 72 საათის განმავლობაში ისრაელის მხარდამჭერმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ირანი ვაშინგტონში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავს და ამავდროულად კაშხლების ქვეშ სარაკეტო ბაზებს აშენებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, ეს „სისულელეა“.

„ნუ გვთავაზობთ ერაყის ომის სტილის პროპაგანდას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასზე ისრაელის კვალი აშკარად იკვეთება. ამას არავინ დაიჯერებს“, – წერს არაღჩი.