სერგეი ლავროვი: ნატო სადაც კი გამოჩენილა, იქ კარგი არაფერი მომხდარა

17 ნოე 2026

სადაც კი ნატო გამოჩენილა, იქ კარგი არაფერი მომხდარა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, არცერთ ქვეყანაში, სადაც ნატო შეიარაღებული ძალით ჩაერია, მდგომარეობა სასიკეთოდ არ შეცვლილა.

„ნატო-ს შეჭრა ერაყში, მისი ჩარევა ყოფილ იუგოსლავიაში და სხვა არაერთი ავანტიურა, მათ შორის ლიბიაში – ყველგან, სადაც ნატო თავისი წევრი ქვეყნების ტერიტორიებს გარეთ მოქმედებდა, სამხედრო მისიები საკმაოდ აგრესიული ხასიათის იყო. არცერთ ადგილას, სადაც ნატო იარაღით ხელში შევიდა, ვითარება არ გაუმჯობესებულა“, – აღნიშნა ლავროვმა.