თურქეთის ხელისუფლებამ ოპოზიციური ტელეარხის "სოზჯუს" ოფისებში სპეცოპერაცია ჩაატარა

17 ნოე 2026, 21:05

0
გაზიარება:

თურქეთის ხელისუფლებამ ოპოზიციური ტელეარხის „სოზჯუს“ ოფისებში სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შემდეგაც არხი ეთერიდან გათიშეს და მის სამართავად სპეციალური წარმომადგენელი დანიშნეს, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეხებია ბეჭდურ გაზეთსა და არხის შვილობილ ორ გამოცემას. 

„როიტერის“ ინფორმაციით, დააკავეს მედიაჰოლდინგის 4 ხელმძღვანელი, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ოპოზიცია მომხდარს სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმად აფასებს, მთავრობა კი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბრობს.