17 ნოე 2026, 21:23
0პრაღაში, მთავარ რკინიგზის სადგურთან ორი მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 46 ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილეს. ტრანსპორტის მინისტრის, ივან ბედნარიკის განცხადებით, შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს სარკინიგზო ინსპექცია გამოიძიებს.
მომხდარის გამო, სარკინიგზო მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო, თუმცა გავრცელებული ცნობით აღდგენითი პროცესი თანდათან მიმდინარეობს.