17 ნოე 2026, 21:02
1აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში ბათუმელი მხატვრის,ელგუჯა ხაზარაძის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ხელოვანის სხვადასხვა ეტაპზე შექმნილი ფერწერული და გრაფიკული საეტაპო ნამუშევრები, პორტრეტები, ნატურმორტები, პეიზაჟები აბსტრაქტული კომპოზიციები.
ეს არის მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა. თუმცა იგი არის მრავალი გამოფენის მონაწილე როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ამასთან საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილე.ბათუმის რეაბილიტაციაში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
ხელოვნების მუზეუმის გალერეაში ელგუჯა ხაზარაძის ნამუშევრების ნახვა 22 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.