17 ნოე 2026, 21:00
1"როსტომ აბაშიძე - ბეჭდაუდებელი ფალავანი" - ბათუმში ამ სახელწოდებით დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა.
ფილმის ჩვენებას მაყურებელი ანშლაგით დაესწრო. ნამუშევრის ავტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის რეჟისორი ნანა ახვლედიანია.
დოკუმენტური ფილმი აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში შეიქმნა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ქართველი ფალავნის, როსტომ აბაშიძის ცხოვრებასა და სპორტულ კარიერას ასახავს.
ბათუმში დაბადებულმა როსტომ აბაშიძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 1958, 1962 და 1963 წლებში მოიპოვა. ის საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონიც გახდა, 1964 წელს კი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა.
ფილმის პრემიერას თავად როსტომ აბაშიძე, მისი კოლეგები, ახლობლები და რეჟისორ ნანა ახვლედიანის გულშემატკივრები ესწრებოდნენ.