სასამართლოს გამჭვირვალობის შეფასების 10 ბალიანი სისტემით საქართველომ უმაღლესი ქულა მიიღო

17 ნოე 2026

ევროკავშირის პროგრამა "ჰორიზონტის" სამეცნიერო კვლევითმა პროექტმა ბრიდჯგეპმა სასამართლოს გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის რეიტინგები გამოაქვეყნა.

მაჩვენებლები ზომავს, რამდენად არის უზრუნველყოფილი ევროპის ქვეყნებში სასამართლოს გამჭვირვალობა და დამოუკიდებლობა. სასამართლოს გამჭვირვალობის შეფასების 10 ბალიანი სისტემით საქართველომ უმაღლესი ქულა მიიღო.

რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, შეფასების 10 ბალიანი სისტემით 6 ქულა მოიპოვა და მე-17 ადგილზე გავიდა.