17 ნოე 2026, 20:58
3ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეისთვის დასრულებულია.
პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ხვალიდან კი პაექრობის ეტაპი იწყება. პლენუმის კითხვებს დღეს პარტია "ლელოს" და "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა უპასუხეს.
დღეს ასევე, სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რაც არ დაკმაყოფილდა.