17 ნოე 2026
ჰააგაში არსებულმა კოსოვოს სამხედრო დანაშაულთა სპეციალურმა ტრიბუნალმა (კოსოვოს სპეციალიზებულმა პალატებმა) კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ თაჩი მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრალდების მხარის თქმით, 2023 წელს თაჩიმ ჰააგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავის მნახველებს ბრალდების მხარის მოწმეების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია გადასცა. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ამით ჰაშიმ თაჩი მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის ყოფილი ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესზე. მოსამართლემ განაცხადა, რომ თაჩიმ ბრალდების მთავარ მოწმეებზე ზემოქმედების მიზნით შეთქმულება მოაწყო და საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნა.
იმავე პროცესზე კოსოვოს დაზვერვის სააგენტოს ყოფილი დირექტორ ბაშკიმ სმაკაის 12 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ყოფილ იუსტიციის მინისტრ ჰაირედინ კუჩის კი, ერთი თვე. მალიშევოს ყოფილი მერი ისნი კილაი კი სასამართლო პროცესზე გაამართლეს.
ცნობისთვის, კოსოვოს ყოფილ პრეზიდენტს ჰაშიმ ტაჩის ომის დანაშაულებისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა სექტემბერში მიესაჯა, ახლა კი მას მეორე, ცალკე საქმეზე გამოუტანეს განაჩენი.