ქართული აგროსასურსათო რეფორმა გლობალურ სამიტზე: გელა სამხარაულის გამოსვლა ნაირობიში

17 ნოე 2026

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული კენიის დედაქალაქ ნაირობიში გამართულ შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ ბრძოლის მესამე გლობალურ საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოვიდა.
 
სამიტის მესამე სესიის ფარგლებში, რომელიც ეფექტიანი, ინკლუზიური, მედეგი და მდგრადი აგროსასურსათო სისტემების განვითარებას დაეთმო, გელა სამხარაულმა, საქართველოს დელეგაციის სახელით, ქვეყნის გამოცდილება, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებისა და სურსათის დონაციის მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმა წარადგინა.
 
გელა სამხარაულმა ასევე ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო რეფორმის განხორციელებაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სურსათის დანაკარგების შემცირების მიმართულებით საქართველოს სამომავლო პრიორიტეტებზე.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.