17 ნოე 2026
საქართველოს სპორტის მინისტრმა საქართველოს სამბოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული 11 მედალი მიულოცა.
ქართველმა სამბისტებმა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სპორტულ, საბრძოლო და პარასამბოში ხუთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ცნობისთვის, საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა 30 წლის შემდეგ პირველად მამაკაცებს შორის სპორტულ სამბოში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.