ხელვაჩაურში ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ

17 ნოე 2026, 14:51

0
გაზიარება:

ხელვაჩაურში ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ. გადაცემის პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე დაესწრო.

პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო სხვადასხვა საშუალების თანადაფინანსება მიმდინარეობს.

პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსდება ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატების, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, მარცვლეულის საფქვავებისა და რძის საწველი აპარატების შეძენა.

ასევე ფინანსდება მეფუტკრეობის, მესათბურეობისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა.

პროგრამით უკვე 2 500-მდე ფერმერმა ისარგებლა. წლის ბოლომდე კი სახელმწიფოს მხრიდან 70-პროცენტიანი თანადაფინანსებით 4 000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.