17 ნოე 2026
„საბედნიეროდ, ციფრული არქივი „თაიმსის“ არქივი აღარაა და არც გვარამია და ლემონჯავა არიან სმითები, რომ მეხსიერება გაგვიყალბონ“, - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა, პარტია „ახალის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლის თქმითაც, აქციების დროს პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს არცერთი კანონსაწინააღმდეგო საგნები არ გამოუყენებიათ.
პაპუაშვილი ამ პოზიციას აბსურდულად მიიჩნევს და თან ურთავს პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას, ვიდეომასალას, სადაც პიროტექნიკისა და კვერცხების გამოყენებაზეა საუბარი.
პაპუაშვილის თქმით, თანამედროვე ციფრულ ეპოქაში წარსულისა და საზოგადოებრივი მეხსიერების გაყალბება შეუძლებელია.
„ორუელისეულ „სიმართლის სამინისტროში“ იყო „ჩანაწერების განყოფილება“, სადაც უინსტონ სმითი გაზეთ „თაიმსის“ ძველ ცნობებს ცვლიდა ისე, რომ წარსული პარტიის ამჟამინდელ განცხადებებსა და პოლიტიკას დამთხვეოდა. სწორედ ამის სასოწარკვეთილ მცდელობას ვაკვირდებით ეს დღეები საკონსტიტუციო სასამართლოში კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მხრიდან.
საბედნიეროდ, ციფრული არქივი „თაიმსის“ არქივი აღარაა და არც გვარამია და ლემონჯავა არიან სმითები, რომ მეხსიერება გაგვიყალბონ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.