სპორტის მინისტრი ქართველ ბოდიბილდერებს შეხვდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

17 ნოე 2026, 12:40

2
გაზიარება:

საქართველოს სპორტის მინისტრი ქართველ ბოდიბილდერებს შეხვდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ესპანეთში, სანტა-სუსანაში, ბოდიბილდინგში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში ქართველმა ბოდიბილდერებმა ორი მედალი მოიპოვეს.

ტურნირზე გენო დავითაძემ მამაკაცთა ბოდიბილდინგის კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, რაც საქართველოსთვის ისტორიული შედეგია. 

გაგა გოგიაშვილი კი 15 დან 23 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში - იუნიორ მამაკაცთა ბოდიბილდინგში, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.