ჯეი დი ვენსი: პრეზიდენტი არ დაუშვებს, ირანთან ომი უსასრულო ომად იქცეს

17 ნოე 2026, 12:35

0
გაზიარება:

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს ირანთან ომი „უსასრულო ომში“ გადაიზარდოს. ჯეი დი ვენსის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკელ ხალხს პირობა მისცა, რომ უსასრულო ომებში აღარ ჩაებმებოდნენ.

ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანთან ომის ხანგრძლივ კონფლიქტად გადაქცევის მომხრეები არიან როგორც ნეოკონსერვატორები, ისე სხვა ჯგუფები. 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამერიკამ ირანის ბირთვული პროგრამა და ქვეყნის შეიარაღებული ძალები გაანადგურა. 

მისი განცხადებით, ახლა დონალდ ტრამპი განიხილავს, როგორ მიიყვანოს კონფლიქტი დასრულებამდე, მათ შორის, ირანზე დამატებითი სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის გზით.