17 ნოე 2026, 12:33
1ბულგარეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში, სატვირთო გემი უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად ჩაიძირა. ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ეკიპაჟის თორმეტივე წევრი ქალაქ ვარნაში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
სომალის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდს რუმინეთიდან ეგვიპტეში 3 000 ტონა ხორბალი გადაჰქონდა.
საზღვაო უსაფრთხოების კომპანიის ცნობით, ივლისიდან დღემდე, ეს ბულგარეთისა და რუმინეთის სანაპიროებთან სავაჭრო გემზე განხორციელებული უკვე მე-17 თავდასხმაა.