ყირიმის ხიდზე ბოლო 24 საათში მეორე იერიში განხორციელდა 

17 ნოე 2026, 12:34

0
გაზიარება:

ანექსირებული ყირიმის ე.წ ხელმძღვანელის განცხადებით, ანექსირებულ ყირიმში უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, მოძრაობა შეჩერებულია ყირიმის ხიდზე, სადაც წუხელ მეორე დარტყმა განხორციელდა. 

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, სპეციალისტები თავდასხმის შედეგად მიყენებულ ზარალს აფასებენ. 

თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედიაც. მათი ცნობით, ღამით ქერჩის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. 

ადგილობრივების ცნობით, აფეთქებებს წინ უძღოდა სარაკეტო საფრთხის შესახებ გაფრთხილება.